ლაშა გოგიძე
ლაშა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2010 წლის აგვისტოში შეუერთდა და დამოუკიდებელი კვლევისა და კომუნიკაციის უნარების მეშვეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის „დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა“ წარმატებით განხორციელებაში. ეს პროექტი მიზნად ისახავდა 2008 წლის ომის შემდგომ დევნილებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების მონიტორინგს.
ლაშა ამჟამად სხვადასხვა პროექტშია ჩართული, რომელიც შეეხება ღია მმართველობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას, საჯარო მოხელეთა ეთიკას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და სამართლებრივ გაძლიერებას და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. ლაშამ დაასრულა საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე ორი სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროკავშირის სწავლებებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპის კოლეჯში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომდე“ იგი მუშაობდა საქართველოში როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო უწყებებში, როგორიცაა: პარლამენტი, ამერიკის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და ევროპის უმცირესობათა დაცვის ცენტრი.
