ირინე ურუშაძე

Print this pagePrint this pageSend

ირინე ურუშაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გუნდს 2009 წელს შეუერთდა როგორც სტაჟიორი სამართლებრივი დახმარების ცენტრში. მისი საქმიანობა მოიცავდა მოქალაქეთა იურიდიულ კონსულტაციას, შემდგომში იგი მონაწილეობდა საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ წარმოებულ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მონიტორინგში და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევაში.

ამჟამად ირინე იურისტია სასამართლო მონიტორინგისა და იურიდიული დახმარების პროგრამასა და 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების პარტიათა დაფინანსების და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგში. მისი სამუშაოს ძირითადი ნაწილია კონსულტაციები, იურიდიული კვლევები და ანალიზი.

იურისტი
irine.JPG