ერეკლე ურუშაძე
ერეკლე ორგანიზაციას 2009 წელს შეუერთდა და წამყვანი როლი შეასრულა საქართველოს ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების ანალიზის განხორციელებაში "ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების" ფარგლებში.
ამჟამად ის ორ პროექტს ხელმძღვანელობს, რომელთა მიზანი საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლაა, და უფროსი ანალიტიკოსის რანგში კოორდინირებას უწევს შესაბამის სფეროებში წარმოებულ კვლევებს.
ერეკლე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს ფლობს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" მოსვლამდე აშშ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, ბი-ბი-სის მონიტორინგის სამსახურში და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში მუშაობდა.

