ეკა გიგაური
ეკა გიგაური დაიბადა 1978 წლის 14 აპრილს. 1999 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. 2001 წელს ეკამ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიიღო. თავისი მეორე მაგისტრის ხარისხი ეკას მიღებული აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალში.
ეკა გიგაური მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, ძირითადად საგარეო ურთიერთობების კუთხით. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სატრანსპორტო სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2008 წლამდე ეკა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, სადაც იურიდიულ და საერთაშორისო სამსახურებს ხელმძღვანელობდა და უწყების რეფორმირების პროცესის კოორდინაცია ევალებოდა.
ეკას ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, კერძოდ, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დარგში.
2010 წლის დეკემბრიდან ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია.
- 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის მხარდაჭერა მედიაცენტრის დაარსების გზით
- ეფექტური დახმარება საზოგადოების მონაწილეობით
- მაჟორიტარების პროექტი: ინფორმირებული მოქალაქეები და ანგარიშვალდებული მთავრობა
- საზოგადოების ინფორმირება ენერგეტიკის სფეროში განვითარებული მოვლენებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
- საპროცესო შეთანხმების მონიტორინგი საქართველოში
- საქართველოს მიერ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის ეკონომიკური რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგი
- საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
- ქართული ბლოგოსფეროს პოლიტიკური ჩართულობის წახალისება

