რადიოგადაცემა „საზოგადოების ხმა“

20 ივნისი, 2013

„საზოგადოების ხმა“ – აჭარის რადიოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის საქმიანობის უკეთ გაშუქებას, აგრეთვე საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. გვისმინეთ 104.5 FM-ზე ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე.

07.08.13

გადაცემის წამყვანი სოფიო პატარაია, კულტურის ინიციატივათა ქსელი. გადაცემის თემა: პირველი პროექტი კულტურის დარგში რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ - "კავკასიის კულტურის ინიციატივათა ქსელი".

31.07.13

გადაცემის წამყვანი თამარ მამეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტი"-ს წარმომადგენელი. გადაცემის თემა: მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში და რეგიონებში და მოსახლეობის გადადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აჭარაში.


24.07.13

გადაცემის წამყვანი მადონა ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აჭარა-გურიის რეგიონალური კოორდინატორი. გადაცემის თემა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები და მათი სამართლებრივი შეფასება.

 

17.07.13

გადაცემის წამყვანი ნინო ტალავარიშვილი, საია-ს ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი. გადაცემის თემა: 4 ივლისს შეტანილი ცვლილებები შრომის კოდექსში. მიღებული ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები და მისი გავლენა შრომით ბაზარზე.

10.07.13

გადაცემის წამყვანი ციალა ქათამაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბორჯღალი"-ს აღმასრულებელი დირექტორი. გადაცემის თემა: წალკიდან დაბრუნებული ეკოემიგრანტები აჭარაში. არსებული საკანონმდებლო პრობლემები და გადაჭრის გზები.

03.07.13

გადაცემის წამყვანი ირინე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მთავარი იურისტი. გადაცემის თემა: საკუთრების უფლების აღიარება, პრობლემები და მათი მოგვარების გზები. აგრეთვე, კონკურსები და ატესტაციები საჯარო სამსახურში.

26.06.13

გადაცემის წამყვანი კავშირი "პროგრესის" ხელმძღვანელი ნინო გაბუნია. გადაცემის თემა: როგორია სკოლამდელი განათლება საქართველოში და რა ხარვეზებია ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე. არსებობს თუ არა სტანდარტები და სტრატეგია ადრეულ ასაკში ბავშვთა აღზრდისა და განვითარებისათვის, რა იგეგმება ქვეყანაში სკოლამდელ დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათის.

19.06.13

გადაცემის წამყვანი "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა. გადაცემის თემა: თანამშრომლობა სამოქალაქო სექტროსა და ხელისუფლებას შორის.