რადიოგადაცემა „ჩვენი თვითმმართველობა“

20 ივნისი, 2013

„ჩვენი თვითმმართველობა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისისა და რადიო „ათინათის“ ერთობლივი რადიოგადაცემაა, რომელსაც პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში აფინანსებს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“. რადიოგადაცემა 105.9 FM-ზე ყოველ ხუთშაბათს, 16:10 საათზე გადის.

27.03.14

რაში ხედავს მხარის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების პერსპერქტივას?

რა პროექტების განხორციელება იგეგმება მიმდინარე და მომდევნო წლებში?

რამდენად ეფექტური იქნება თვითმმართველობის ახალი კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ადმინისტრაციისთვის დაკისრებული მოვალეობების შეასასრულებლად?

როდის გაიმართება რეგიონის ბიზნეს ფორუმი?

გადაცემის სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით კოდუა.

 

14.03.14

14 მარტის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" კამპანიის "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" განხილვას დაეთმო. 

გადაცემას "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ჭარბაძე სტუმრობდა. 

20.02.14

როგორი იქნება ქვეყანაში თვითმმართველობის სისტემა? რა არის გათვალისწინებული კოდექსით და რა საფრთხეები ახლავს მას? გადაცემის სტუმარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი არჩილ თოდუა. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

31.01.14

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი შეიძლება დაიხუროს. შენობას უკვე ათეული წლებია, რეაბილიტაციას ესაჭიროება. 

თეატრალური დასი ცენტრალური ხელისუფლებიდან დროულ დახმარებას ითხოვს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისისა და რადიო "ათინათის "ერთობლივ პროექტში - "ჩვენი თვითმმართველობა" 30 იანვარს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ბადრი წერედიანმა და თეატრის მმართველმა მაია კალანდიამ ისაუბრეს. 

23.01.14

სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობა. როგორია მუნიციპალიტეტში არსებული გამოცდილება ამ მიმართულებით? რა როლს ასრულებს მედია ამ პროცესში და როგორ შეიძლება მცირე მეწარმეთა სტიმულირება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე? ამ და სხვა საკითხებზე "ჩვენი თვითმმართველობის" 23 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ. გადაცემის სტუმრები იყვნენ: რუსლან კილასონია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ნუგზარ გაბელია – სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის წარმომადგენელი.

10.10.13

10 ოქტომბერს, "ჩვენი თვითმმართველობის" ეთერი ზუგდიდში "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელს ზამირა ღადუას დაეთმო.

3.10.13

როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო შეხვედრები, რა პრობლემები იკვეთება პოლიტიკური აგიტაციის კუთხით და როგორ მიმდინარეობს პარტიული აქტივის მობილიზება?

გადაცემის სტუმრები არიან: ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გოგა მამფორია და დავით ბაქრაძის შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში ლაშა დამენია.

 

27.9.13

როგორ რეგულირდება საჯარო მოხელეთა წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის საკითხები კანონმდელობაში და რა სანქციებია გათვალისწინებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევაში კანონდამრღვევი უწყებებისა და პირების მიმართ?

სტუმარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი გიგი ჩიხლაძე.

19.9.13

როგორ მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება?

რა ეტაპზეა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება?

ამ და სხვა საკითხებზე 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კობა კვარაცხელია წამყვანისა და მოქალაქეთა კითხვებს უპასუხებს.

ასევე მოისმენთ ინტერვიუს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან.

ამასთან, გადაცემაში მოისმენთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” საარჩევნო მკვლევარების მოსაზრებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშრებით კანონის რეგულაციებზე.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის ფონდის ხელშეწყობით, დონორია შევდეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – SIDA.

 

12.9.13
რას გეგმავს ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი და რა რესურსები გააჩნია მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
გადაცემის სტუმრები არიან ცენტრის ხელმძღვანელი მარინა კვიკვინია და სამოქალაქო კვლევებისა და მონიტორინგის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია.

5.9.13

როგორ მიმდინარეობს შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფლებში და რა პრობლემები გამოიკვეთა?

აქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემისა და მოსალოდნელი რეფორმის შესახებ მოქალაქეებს?

ამ საკითხებზე პროექტის "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობის ფარგლებში" გადაცემა "ჩვენს თვითმმართველობაში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი არჩილ თოდუა და "სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია საუბრობენ.

გადაცემას აფინანსებს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" პროექტის "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობის ფარგლებში".

 

29.8.13

28 აგვისტოს "ჩვენი თვითმმართველობა" წინასაარჩევნო გარემოს განხილვას, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცედურებს და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს დაეთმო. კითხვებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი გიგი ჩიხლაძე პასუხობდა.

22.8.13

რა ელის ზუგდიდის რაიონის ყოფილ სკოლა-ინტერნატს და რატომ გვიანდება პასუხი ეკონომიკის სამინისტროდან? გადაცემის სტუმარია სკოლა-ინტერნატის ყოფილი დირექტორი როინ შენგელია.

გადაცემას აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პროექტის საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობის ფარგლებში.

15.8.13
რას აკეთებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი სანიაღვრე არხების, პარკებისა და სკვერების მოსაწესრიგებლად, რატომ იყო წლების განმავლობაში მოუვლელი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და როდის დაიწყება განადგურებული ხეების ჩანაცვლება, - ამ და სხვა კითხვებს გადაცემა "ჩვენ თვითმმართველობაში" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორმა გიორგი ცავამ 15 აგვისტოს უპასუხა.

8.8.13

"ჩვენი თვითმმართველობის" 8 აგვისტოს გადაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არქიტექტურული სამსახურის მუშაობის განხილვას დაეთმო. გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკა თოდუამ მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და მომდევნო წელს განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. გაირკვა, რომ მომდევნო წელს დასრულდება ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია, ასევე კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეების აღდგენა, იგეგმება ანდრია დადიანის ძეგლის დადგმა და ჭადრაკის სასახლესთან პარკის კეთილმოწყობა.

25.7.13

25 ივლისს რადიოგადაცემის „ჩვენი თვითმმართველობა“ სტუმარი იყო პოლიტოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი ბაქარ ბერეკაშვილი. გადაცამა მიეძღვნა თემას „ადგილობრივი დემოკრატიის კულტურა“. მიმოხილულ იქნა ადგილობრივი დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები.

18.7.13

"ჩვენი თვითმმართველობის" 18 ივლისის გამოშვება დაეთმო რეგიონული და მუნიციპალური პროექტების განხილვას. გადაცემის პირველ ნაწილში მსნელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ჩაწერილი ინტერვიუ, მეორე ნაწილის სტუმარი კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია იყო.


11.7.13

11 ივლისის „ჩვენი თვითმმართველობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ვითარების განხილვას დაეთმო. გადაცემის სტუმრები იყვნენ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან ჯანჯღავა და „სამოქალაქო კვლევებისა და მონიტორინგის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია. სწორემ ამ ცენტრმა გამართა კვირის დასაწყისში ზუგდიდის ბაღებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზადაა, კვლევაში მოცემული რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინოს.

4.7.13
რა ისწავლება სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში და რამდენად ეფექტურია სასწავლო მეთოდოლოგია, - ეს თემა განიხილეს გადაცემა "ჩვენ თვითმმართველობაში" 4 ივლისს. სტუმარი ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგი სოფო კაკაჩია გახლდათ.

27.6.13

27 ივნისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა"  მერაბ ქავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშნვას მიეძღვნა. რა კონკრეტულ სფეროებს უხელმძღვანელებს ქვარაია, რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღსადგენად, რა პოზიცია აქვს გამგეობას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ჩამოყალიბების თაობაზე და რა აქტივობებს ახორციელებს მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით.

ამ საკითხებზე გამგებლის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ ისაუბრა.

 
 

20.6.13

20 ივნისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნა. რა გეგმები აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სპორტული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და რა პრობლემები აქვს ზუგდიდის საფეხბურთო გუნდ "ზუგდიდს", ამ საკითხებზე გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი რევაზ ჩიხლაძე და საფეხბრუთო გუნდ "ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია საუბრობდნენ. 

 

13.6.13

13 ივნისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და ნაგავსაყრელის პრობლემების განხილვას დაეთმო. გადაცემის სტუმარი მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო იურიდიული პირის "ზუგდიდდასუფთავების" ხელმძღვანელი ნუგზარ მალაშხია გახლდათ. 

 

6.6.13

6 ივნისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" დაეთმო ანაკლიის საკურორტო ზონაში პროექტების მიმდინარეობის განხილვას. როგორ ხვდება მუნიციპალიტეტი ახალ საკურორტო სეზონს და რამდენს დახარჯავს სეზონის გახსნის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების გასამართად? -  ამ თემებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გიორგი თოდუა საუბრობდა.

"ჩვენი თვითმმართველობის" მეორე ნაწილის სტუმარი სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის უფროსი სოფო ბენაშვილი იყო. გახმაურებული დაკავებები, პატიმრის გარდაცვალება და ზუგდიდის ციხიდან ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულების გადაყვანა, რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები დედოფლისწყაროში, - ეს და სხვა საკითხები იყო ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთან საუბრის მთავარი თემები.

 
 

30.5.13

„ჩვენი თვითმმართველობის“ მორიგი გადაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  „უფასო სასადილოს“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვას დათმო.

როგორ მიმდინარეობს „უფასო სასადილოს“ პროგრამა, რა ხარვეზები იქნა გამოვლენილი და როგორ შეიძლება მათი მოგვარება - ამ და სხვა საკითხებზე “ზუგდიდს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის“ უფროსმა გოგი რევიამ, „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ  და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ ნუგზარ გაბელიამ ისარუბეს.

 

23.5.13

23 მაისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" სამეგრელო-ზემო სვანეთში სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის განხილვას დაეთმო. რას გეგმავს ომბუდსმენის რწმუნებული და ადამიანის უფლებათა ახალშერჩეული ოფიცერი მხარეში და როგორ შეიცვალა საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ და სხვა საკითხებზე სახალხო დამცველის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ბაგრატ ქირიამ და ადამიანის უფლებათა ოფიცერმა თამარ დაგარგულიამ ისაუბრეს.

გადაცემის მეორე ნაწილი ზუგდიდის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემების განხილვას დაეთმო. თემაზე ბიბლიოთეკის დირექტომა მანანა გვარამია ისაუბრა.

 

16.5.13

16 მაისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხების განხილვას დაეთმო. რა პრობლემებია მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების მხრივ და დაწესდება თუ არა სტუდენტებისთვის შეღავათები მომავალი სასწავლო წლიდან, ამ და სხვა თემებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბესიკ ფიფიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრანსპორტის რეგულირების განყოფილების უფროსმა მურთაზ ქანთარია და შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორმა ბადრი ნემსაძემ ისაუბრეს.

 

9.5.13

9 მაისის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების მიმდინარეობას და მოსახლეობაზე სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებების განხილვას. გადაცემის სტუმარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია იყო.

 

25.4.13

25 აპრილის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" მიეძღვნა "ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის" მესამე შუალედური ანგარიშის განხილვას. თემაზე საინიციატივო ჯგუფის წევრი გურამ ჩიხლაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღურწკაია საუბრობდნენ.

 

18.4.13

18 აპრილის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" მიეძღვნა პოლიტიკური პარტიების ფინანსებს 2012 წელს. რამდენი დახარჯა მოქმედმა და ყოფილმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ, დაფინანსების რა რაოდენობა იყო მოქალაქეთა შემოწირულებები და ჰქონდათ თუ არა ამ პირებს კავშირი იურიდიულ პირებთან. ამ თემებზე "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" საპარლამენტო და საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი საუბრობდა. 

 

11.4.13

11 აპრილის გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა" ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის პრობლემების განხილვას დაეთმო. თემაზე თეატრის მმართველი მაია კალანდია საუბრობდა. გადაცემაზე 7 აპრილს გახსნილ გამოფენაზე ისაუბრეს, რომელიც ზუგდიდის დადიანების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცულ უნიკალურ ფოტოებს ეხებოდა. ამაზე ფოგოგამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ კემულარიამ ისაუბრა. 

 

4.4.13

გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობის" 4 აპრილის თემა ზუგდიდისთვია ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხი იყო. ზუგდიდის ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივმა საინიციატივო ჯგუფმა ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.

რა უპირატესობა აქვს ქალაქის სტატუსის მიღებას და ითვალისწინებს თუ არა თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმა ამგვარ ცვლილებას, ამ თემებზე პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის წევრი მერაბ ქვარაია, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა და "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" ზუგიდიდს ოფისის მკლევარი არჩილ თოდუა საუბრობდნენ.

 

28.3.13

"ჩვენი თვითმმართველობის" 28 მარტის გადაცემა დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა სოციალური პრობლემების განხილვას.

გადაცემის სტუმარი იყო დევნილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ირაკლი ქოჩუა. 

 

7.3.13

გადაცემა „ჩვენი თვითმმართველობის“ 7 მარტის გამოშვება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საატესტატო-საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბების საკითხს. 

რატომ არის აუცილებელი მსგავსი კომისიის ჩამოყალიბება და რას აპირებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის“ მიერ შეტანილ პეტიციასთან დაკავშირებით. საინიციატივო ჯგუფმა მოქალაქეთა ხელმოწერები კომისიის დებულების განხილვის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

გადაცემის სტუმრები: მადონა სახოკია, მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი; ლევან მაქაცარია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი; არჩილ თოდუა, „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის“ წევრი. 

 

28.2.13

„ჩვენი თვითმმართველობის“ 28 თებერვლის ეთერი დაეთმო ახალი მთავრობის მუშაობის პირველი 100 დღის შეფასებას. გადაცემას სტუმრობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. გადაცემის მიმდინარეობისას ჩაერთვნენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე. 

 

21.2.13

21 თებერვლის გადაცემა დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის განხილვას: როგორია მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები, რამდენად იყო ჩართული მესამე სექტორი ბიუჯეტის პროექტის განხილვაში და ჩართული იყო თუ არა პროცესში მოსახლეობა? თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ნანი მიქენაია, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი ლევან მაქაცარია და ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ნუგზარ გაბელია.

 

14.2.13

„ჩვენი თვითმმართველობის“ პირველი გადაცემა დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდებას, საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას და არსებული პრაქტიკის ანალიზს. გადაცემის სტუმარი ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი არჩილ თოდუა იყო, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა ევროპული გამოცდილება თვითმმართველობის კუთხით, ასევე თვითმმართველობის ევროპული ქარტია და მისი საქართველოში რატიფიკაციის ეტაპებზე ისაუბრა. 

ასევე არჩილ თოდუამ ისაუბრა იმ მონიტორინგის შედეგებზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ჯგუფმა წარადგინა. 

მომდევნო გადაცემა დაეთმობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვას.