საქართველოს მიერ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის ეკონომიკური რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგი

Print this pagePrint this pageSend
პირველი დონორი
დონორი: 
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთოს მისია საქართველოში)
პროექტის ხანგრძლივობა: 
01 აპრილი 2008 - 30 სექტემბერი 2008
ვალუტა: 
EUR
დაფინანსება: 
15,030.00
მეორე დონორი
დონორი: 
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთოს მისია საქართველოში)
პროექტის ხანგრძლივობა: 
01 თებერვალი 2009 - 15 მარტი 2009
დაფინანსება: 
6,390.00

ამ პროექტით „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” თვალყურს ადევნებდა, თუ როგორ ასრულებდა საქართველოს მთავრობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის (ანტიკორუფციული ქსელი გარდამავალი ეკონომიკებისთვის) სამოქმედო გეგმაში შემავალ რეკომენდაციებს. მონიტორინგის შედეგები „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” წარუდგინა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელს და ქართულ საზოგადოებას.

პროექტის განხორციელებისას:
(1) ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა სახელისუფლებო ინსტიტუტებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე; აკვირდებოდა, როგორ მიმდინარეობდა სამოქმედო გეგმაში შემავალი რეკომენდაციების ფარგლებში საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი ცვლილებები;
(2) ორგანიზაცია აანალიზებდა კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს ადგილობრივ დონეზე; იძიებდა შედარებით მოწყვლად სექტორებს და დონეებს, სადაც კორუფცია უფრო ხშირად იჩენს თავს;
(3) ორგანიზაციამ მოამზადა ალტერნატიული ანგარიში, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული ანტიკორუფციული ქსელის სამოქმედო გეგმაში შემავალი პირობების ძირითადი მიღწევები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ასევე მოამზადა კორუფციის ანალიზი ადგილობრივ დონეზე. ორივე ანგარიში გადაეცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას.

განაცხადები და ბიუჯეტები