დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა, მეორე ფაზა
2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე დონორებმა 38 ქვეყნიდან და 15 საერთაშორისო ორგანიზაციიდან იკისრეს ვალდებულება, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარების სახით გამოყონ 4.55 მილიარდი აშშ დოლარი 3 წლის განმავლობაში. მას შემდეგ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ნათელი ვალდებულებები რიგი სამთავრობო უწყებების მხრიდან, რათა უზრუნველყონ გამოყოფილი დახმარების გამჭვირვალობა, კითხვები და პრობლემები კვლავ რჩება ამ დახმარების ზეგავლენაზე და მის ეფექტურ განხორციელებაზე. დიდი მაშტაბის დახმარებისათვის დამახასიათებელი რთული და ბუნდოვანი პროცესები ართულებს ქართული მოსახლეობის მხრიდან დახმარების დინების პროცესის გაგებასა და მონიტორინგს.
2009 წლის იანვარში, კავშირმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”დაიწყო პროგრამის „დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა”, პირველი ფაზა, რომელიც მიზნად ისახავდა გამოყოფილი დახმარების დინების მონიტორინგსა და მთავრობის, დონორებისა და განმახორციელებელი უწყებების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას მათ მიერ დახარჯულ თანხებზე. (იხილეთ პროექტის მთავარი მიღწევების მიმოხილვა ინგლისურ ენაზე. იხილეთ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, საჯარო ანგარიშების ჩათვლით ინგლისურ ენაზე).
პროექტის მეორე ფაზის მიზანია საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება.
მიზანი 1: საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა.
ღონისძიება:
• დახმარების მონიტორინგის მონაცემთა ბაზა განახლდება და გაფართოვდება, რასაც დაემატება ორი სამოქმედო ანგარიში, რომელიც გაანალიზებს დახმარების ტენდენციებს, მონაცემთა ბაზასა და შემდგომ კვლევაზე დაყრდნობით
მიზანი 2: დახმარების საკითხების, განსაკუთრებით დევნილების საკითხების, მონიტორინგი და მასზე ინფორმირებულობის ამაღლება.
ღონისძიებები:
• დასკვნითი ანგარიში, რომელიც შეაფასებს დევნილთა პოლიტიკისა და განხორციელების პროცესებს 2010 წლის განმავლობაში
• ყოველთვიური ინტერნეტ შეტყობინებები დახმარების ირგვლივ მნიშვნელოვან საკითხებზე (სულ ცხრა შეტყობინება), და ასევე სამი ან ოთხი სტატია, რომელიც დაიბეჭდება ჟურნალ „ლიბერალში” ანგარიშებსა და ინტერნეტ შეტყობინებებთან დაკავშირებულ საკითხებზე
• მიმდინარე დახმარება დევნილთა პოლიტიკასა და გეგმიურ დოკუმენტებზე მომუშავე ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფებისათვის
• დევნლითა პოლიტიკის განვითარებებზე მთავარ დაინტერესებულ პირებთან ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი სისტემის შექმნა
• საქართველოში დევნილთა შესახებ ანოტირებული ბიბლიოგრაფიის განახლება და გაზიარება ინტერაქტიული ინსტრუმენტის მეშვეობით, კავშირის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ვებ-გვერდზე
• პრეზენტაციები თბილისსა და ლისაბონში, პორტუგალია, თემაზე: „საქართველოში დევნილთათვის ომის შემდგომ გამოყოფილი დახმარება: მთავრობისა და დონორების ანგარიშვალდებულების მექანიზმების მაგალითი”
მიზანი 3: საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ეფექტურობის, ინტეგრაციისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა
ღონისძიებები:
• მაგალითი დახმარების კოორდინაციისა და ეფექტურობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
• მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და ახალი სახლების მშენებლობის ხარისხისა და დახარჯული თანხების შესახებ მონიტორინგის ანგარიში
