ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში
ამ პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ატარებდა ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს 2008 წლის საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. პროექტის მიზანი იყო აემაღლებინა მოქალაქეთა ცნობიერება და შედეგად საშუალება მიეცა სამოქალაქო საზოგადოებას რეგიონებში ზედამხედველობა გაეწია ადმინისტაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენებისთვის; ასევე თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შემცირების გზით შეექმნა თანაბარი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის.
საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2007 წლის 8 ნოემბრიდან შეუდგა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა გამოაცხადა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რათა განემუხტა ის დაძაბულობა, რომელიც ნოემბრის მიტინგების დაშლის შემდეგ არსებობდა. ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების მონიტორინგი საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაიწყო 2008 წლის მარტში. Oორგანიზაცია 5 სახის ხისტ და რბილ რესურსებზე ახდენდა ფოკუსირებას: ძალადობრივ, სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ, საბიუჯეტო და მედია რესურსებზე.
მონიტორინგი მოიცავდა:
- სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში, საქართველოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩაბმულნი იყვნენ არჩევნებზე დაკვირვების პროცესში და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც ახდენდენ არჩევნების ადმინისტრირებას;
- ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო სახსრების განაწილების ანალიზს;
- წინასწარ შერჩეული მედია საშუალებეში პოლიტიკური რეკლამებისა და საარჩევნო კანდიდატების გაშუქების სიხშირის ანალიზს;
- საარჩევნო კანონმდებლობასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს ანალიზს;
- მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობაზე დაკვირვებას.
ორივე არჩევნებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგისას ფოკუსირებას ახდენდა: ტელევიზიასა და ბეჭდვით მედიაში საპრეზიდენტო კანდიდატების გამოჩენის სიხშირეზე, მედიის მიერ სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქების ტონზე; პოლიტიკური რეკლამების სიხშირესა და ფასზე; ინტერვიუების, წამყვანი სტატების, სხვა ბეჭდვითი მედიის მონაცემებისა და ასევე საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ გაკეთებული სიუჟეტების ობიექტურობაზე. Mმედია მონიტორინგის შედეგების პირველი ანგარიში 2007 წლის 27 დეკემბერს დაიბეჭდა, ხოლო საბოლოო მონაცემები საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშსაც შეიცავდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საარჩევნო დღეს აწარმოებდა დაკვირვებას წინასწარდაკავების ადგილებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. შედეგად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთაგან მხოლოდ 7 % შეძლო ხმის მიცემა, რადგან მხოლოდ მათ ჰქონდათ პირადობის მოწმობა.
