საპროცესო შეთანხმება საქართველოში - შეთანხმებული სამართალი

Print this pagePrint this pageSend

საქართველოში საპროცესო შეთანხმების შემოღება ფეხდაფეხ მოჰყვა 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციას“. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 13 თებერვალს შევიდა. ინოვაციის თავდაპირველ მიზნად კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყო დასახელებული. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი როლი სასამართლო სისტემაში საქმეები მოძრაობის დასაჩქარებლად და გადატვირთული ქართული ციხეების განსატვირთად. მიუხედავად თითქმის ექვსწლიანი პრაქტიკისა, საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და მისი მიღწევების შესახებ ინფორმაცია. ეს ანგარიში ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება და ამისათვის საპროცესო შეთანხმების საკანონმდებლო ჩარჩოს და მის პრაქტიკულ განხორციელებას აანალიზებს. ანგარიშში გამოკვეთილია როგორც საპროცესო შეთანხმების მიღწევები, ისე მისი სისუსტეები. პრობლემებს შორის მთავარი საპროცესო შეთანხმებაში მონაწილე მხარეების არათანაბარი მდგომარეობა და სისტემის გაუმჭვირვალობაა, განსაკუთრებით ჯარიმასთან დაკავშირებით. დასასრულს, ანგარიში რამდენიმე რეკომენდაციასაც იძლევა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.