საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა სოფელ გონიოს მაგალითზე, მარტი 2011

Print this pagePrint this pageSend

2011 წლის 5 აპრილს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: ასოციაცია "მწვანე ალტერნატივამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "საქართველოს რეგიონულმა მედია ასოციაციამ" წარმოადგინეს ანგარიში "საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა სოფელ გონიოს მაგალითზე". ანგარიშში აღწერილია 2007–2010 წლების შავი ზღვის სანაპიროზე, სოფელ გონიოს 271 მცხოვრებისათვის საკუთრების აღიარებისა და შემდგომ ჩამორთმევის ფაქტები, რაც ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მოხდა. ანგარიშში მოცემულია საკითხის როგორც სამართლებრივი შეფასება, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მისი კავშირის ანალიზი. ანგარიშის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება საკუთრების შელახვის ფაქტებზე მათი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის