ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მეორე ანგარიში

Print this pagePrint this pageSend
 
18 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პროექტის „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის“ ფარგლებში წარადგინა „ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მეორე ანგარიში”.

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა შედგება 18 ვალდებულებისგან, რომელთა მიზანია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გაზრდა და საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებუი და უკვე შესრულებული ვალდებულებები, კერძოდ: კონცენფციების შემუშავება, ბიუჯეტი და საკანომდებლო ცვლილებების პროექტები - მეტწილად მომზადდა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაიციების მიერ. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რამდენიმე ვალდებულება არ შეიცავს სათანადო ინდიკატორებს, ეს კი თავის მხრივ იმპლემენტაციის პროცესის ობიექტურად შეფასების სირთულეს განაპირობებს.
 
მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მიღების პროცესი წარმატებული იყო, არსებობდა მნიშვნელოვანი ხარვეზები გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების მიღების თვალსაზრისით. შესაძლებელია ითქვას, რომ პარლამენტის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებამ განაპირობა ვალდებულებების უმრავლესობის შეუსრულებლობა და ასევე შესრულებული ვალდებულებების უმრავლესობის დაგვიანებით მიღება. რეალური საფრთხე არსებობს იმის, რომ მსგავსი ხარვებეზები განმეორდეს ღია პარლამენტის მომდევნო სამოქმედო გეგმის მიღებისას.
 
მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტთან მიმართებაში არსებობდა სამი ძირითადი დაბრკოლება, რომლებმაც განაპირობა იმპლემენტაციის პროცესის არასათანადო ხარისხი. უფრო ზუსტად:
 
1) ვალდებულებების განხორცილების გრაფიკის არარსებობა 
 
პარლამენტმა ვერ შეიმუშავა მკაფიო და კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ასახავდა ვალდებულებების ინდიკატორების შესრულების პერიოდს (თარიღს). მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ვალდებულებასთან მიმართებაში იყო განსაზღვრული ბოლო ვადა, არ იყო აღნიშნული შესრულების ეტაპების შესახებ გრაფიკი. აღნიშნულმა განაპირობა, ის ფაქტი, რომ ვალდებულებების შესრულება მოხდა საბოლო ვადის მიწურულს და ასევე მის შემდეგ.
 
2) ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინაციის არარსებობა
 
პარლამენტის ღიობის პროცესს უზრუნველყოფს და წარმართავს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (შემდეგში მუდმივმოქმედი საბჭო). საბჭო შედგება თავმჯდომარისაგან, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და თითეული საპარლმენტო ფრაქციის წარმომადგენლებისაგან. ფრაქციების წარმომადგენლებსა და წარმოდგენილ ფრაქციებს შორის კოორდინაცია აღმოჩნდა სუსტი, პარლამენტის ზოგიერთი წევრი, მათ შორის ისინიც ვინც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანად მონაწილეობდნენ, არ იყვნენ ინფორმირებულნი საბჭოში არსებული ძირითადი შეთანხმებების შესახებ. კოორდინაციის ნაკლებობის შედეგი იყოს ის რომ შეფერხდა ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით ისინი, რომელიც უკვე მომზადებული და დასრულებული სახით (საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი) იყო წარმოდგენილი.
 
3) არსებითი რეფორმების განხორციელებაზე პოლიტიკური ნების არარსებობა
 
2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა თავდაპირველად შემუშავდა, ხოლო შემდგომ მიღებულ იქნა თავისი „ამბიციური” შინაარსით, მათ შორის იგულისხმება რამდენიმე ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის საქმიანობის პროცესში რადიკალური რეფორმების გატარებას. ეს „ამბიციური” მიზნები და მოლოდინები არ იქნა გაზიარებული სამოქმედო გეგმის მიღების შემედგომ პერიოდში. ვალდებულებების ინტერპრეტანცია განაპირობებდა არსებით განსხვავებას თავდაპირველ და საბჭოს მიერ მიღებულ ვერსიებს შორის, რამაც შეამცირა ეფექტურობა და შესაბამისად პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ იქნა მიღწეული პარლამენტის საქმიანობაში რეალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები. მაგალითად, მუდმივმოქმედმა საბჭომ არ მიიღო ეთიკის კოდექსის ის ვარიანტი, რომელიც სანქციებსაც ითვალისწინებდა, აღნიშნულის ნაცვლად პარლამენტს წარედგინა ზოგადი პრინციპების შემცველი, რომელსაც არ გააჩნია აღსრულების მექანიზმები.