არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში - არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, 17 ივნისი

Print this pagePrint this pageSend

თბილისი, საქართველო - 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში 154 საჩივარი და განცხადება წარადგინეს. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 27, ნაწილობრივ - 12, ადგილზევე აღმოიფხვრა 7 და არ დაკმაყოფილდა 108.

Tags: