ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები საარჩევნო გარემოს სრულყოფასთან დაკავშირებით

Print this pagePrint this pageSend

ოთხი ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” – ყურადღებით ვაკვიდრებით საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესს. ამ პროცესის გაჭიანურების ფონზე, გვინდა ჩვენი მოსაზრებები წარვუდგინოთ საზოგადოებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლთა მოგვარებაც, ჩვენი აზრით, საარჩვენო გარემოს სრულყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ ვთვლით, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები კომპლექსურად უნდა იყოს განხილული, რადგან ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აქ განხილული საკითხების გადაწყვეტა, ნაწილობრივ, კანონმდებლობის სრულყოფას საჭიროებს, თუმცა რეკომენდაციათა გარკვეული ნაწილი კანონის აღსრულებასთანაა დაკავშირებული და, დიდწილად, პოლიტიკური ნების არსებობას უკავშირდება. პრესრელიზის სრული ტექსტი, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

Tags: