მერიის შენობის შეკეთებისას დახარჯული თანხების მონიტორინგი
ამ პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის და მთლიანად, საზოგადოების ჩართვით მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს მერიის შენობის შეკეთებისთვის დახარჯულ თანხებს. ამ გზით `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~ ცდილობს: (1) შექმნას ისეთი პირობები, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა და (2) შესაბამისად, გაზარდოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მოიპოვებს და გამოაქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა მერიის შენობის გარე შეკეთებასა და შიდა სარემონტო სამუშაოებში, რათა გააქარწლოს, ან პირიქით, დაადასტუროს არსებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის შენობის რემონტზე ძალიან დიდი ფული დაიხარჯა.
ინტერნეტის ინოვაციურად და ინტერაქტიურად გამოყენებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამ პროექტში ყველა დაინტერესებულ მხარესა და პირს ჩართავს და კონკრეტული შედეგების მიღებაზე იქნება ორიენტირებული. ამ ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგის პროცესში საზოგადოების სულ უფრო მეტი ნაწილი შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას.
სამწუხაროდ, პროექტი წარმატებულად ვერ განხორციელდა, რადგან თბილისის მერიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არ მიაწოდა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ამავდროულად საჯარო ონფორმაციაცაა.“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოიგო საქმე, თუმცა სასამართლო განაჩენში არ იყო განსაზღვრული ბოლო ვადა, რომლის ფარგლებშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ უნდა მიეღო მოთხოვნილი ინფორმაცია. ასე რომ, განაჩენი ძალაში არ შესულა. დეტალებისათვის გთხოვთ მოინახულოთ ჩვენი შემდეგი ბლოგპოსტი: თბილისის მერია ასაიდუმლოებს საჯარო ინფორმაციას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუყენებელი თანხა დაუბრუნდა ორ დონორს.
