დასკვნები და რეკომენდაციები
დასკვნები
წინა თავებსა და სისტემის ინსტიტუტების შეფასების გრაფიკში ასახულია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის თითოეული საყრდენი ინსტიტუტის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, მთლიანად საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში არსებული დისბალანსი და სხვადასხვა საყრდენ ინსტიტუტს შორის კავშირების მნიშვნელობა. აღმასრულებელი შტო და სამართალდამცავი უწყებები სხვა საყრდენ ინსტიტუტებზე ბევრად ძლიერები არიან, განსაკუთრებით მათიშესაძლებლობებისადა იმროლისმხრივ, რომელსაც ისინი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ასრულებენ, შიდა მართვის მაჩვენებლების მიხედვით (გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება) კი მათ საშუალო პოზიციები უჭირავთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი საყრდენი ინსტიტუტის სიძლიერე დადებითი ნიშანია, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სხვა საყრდენი ინსტიტუტების შედარებითი სისუსტე. საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების ხარვეზებიდამოუკიდებლობისადააღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობისმხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების სისტემაში სერიოზული ნაკლოვანებები არსებობს. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან არასახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მაკონტროლებელ ფუნქციას უნდა ასრულებდნენ (მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება) ამჟამად ანტიკორუფციული სისტემის ყველაზე სუსტ რგოლებს შორის არიან. შედეგად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა კვლავაც სერიოზული პრობლემაა.
ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის საყრდენი ინსტიტუტები: უმთავრესი ძლიერი და სუსტი მხარეები
|
საყრდენი ინსტიტუტი |
საკანონმდებლო ორგანო |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტიმხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
აღმასრულებელი შტო (პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი) |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
სასამართლო ხელისუფლება |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
საჯარო სამსახური |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტიმხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
სამართალდამცავი უწყებები (შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა) |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
კონტროლის პალატა (უმაღლესი აუდიტორული დაწესებულება) |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
საარჩევნო ადმინისტრაცია |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
სახალხო დამცველი |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
პოლიტიკური პარტიები |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
მედია |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
სამოქალაქო საზოგადოება |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
ბიზნესი |
|
ძირითადი ძლიერი მხარეები |
|
|
ძირითადი სუსტი მხარეები |
|
ურთიერთკავშირები საყრდენ ინსტიტუტებს შორის
ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კონცეფცია გულისხმობს, რომ ერთ ინსტიტუტში არსებულმა სისუსტემ შეიძლება სერიოზული ხარვეზები გამოიწვიოს მთელს ანტიკორუფციულ სისტემაში. ამრიგად, საყრდენ ინსტიტუტებს შორის არსებული ურთიერთქმედების ანალიზი სისტემის საერთო ძლიერების შეფასების საკვანძო ელემენტია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევაში საყრდენი ინსტიტუტების არაერთი ძლიერი მხარეა წარმოჩენილი, ბუნებრივია, რომ ამ თავში აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვან სისუსტეებზე კეთდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკური პარტიების სუსტი მხარეები, პირდაპირ ან ირიბად, ზეგავლენას ახდენს თითქმის ყველა სხვა საყრდენ ინსტიტუტზე.
პოლიტიკური პარტებისსისუსტეებს (განსაკუთრებით ორგანიზაციული მდგრადობისა და ხალხის ინტერესების რეპრეზენტაციის თვალსაზრისით), აღმასრულებელი შტოს დომინირების კონტექსტში, შედეგად მოაქვს პარლამენტის სრული კონტროლი მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ (რომელიც ადგილების დაახლოებით 80 პროცენტს ფლობს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად ადგილების ორი მესამედიც საკმარისია). პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიულიმართვის ნაკლებობის პირობებში, პარლამენტის ერთპარტიულობა მნიშვნელოვნად ამცირებსსაკანონმდებლო ორგანოსდამოუკიდებლობას. ვინაიდან (როგორც ქვემოთ იქნება ნაჩვენები) პარლამენტის არასაკმარისი დამოუკიდებლობა გავლენას ახდენს სხვა საყრდენი ინსტიტუტების დიდ ნაწილზე, პოლიტიკური პარტიების სისუსტე საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლოვანებაა.
ძლიერი და დამოუკიდებელი პარლამენტის არარსებობა (ძლიერისასამართლო ხელისუფლებისარარსებობასთან ერთად)აღმასრულებელი შტოსარასაკმარისი ანგარიშვალდებულების ძირითადი მიზეზია. როგორც ამ ანგარიშის შესაბამის თავშია აღნიშნული, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტისადმი პარლამენტის ამჟამინდელი ლოიალური დამოკიდებულება იმის ნიშანია, რომ საკანონმდებლო ორგანო ზედამხედველობის ფართო უფლებამოსილებების პრაქტიკაში გამოყენებას დიდწილად ვერ ახერხებს.
საკანონმდებლო ორგანოს ნაკლოვანებები მთელ რიგ სხვა ინსტიტუტებზეც აისახება. მათ, შესაძლოა, შეამცირონკონტროლის პალატისდამოუკიდებლობა და მისი უნარი, სანქციები დაუწესოს კანონის დამრღვევთ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტი (ამჟამინდელ მდგომარეობაში) რეაგირებას მოახდენს პალატის მიერ აღმასრულებელი შტოს მაღალ ეშელონებში აღმოჩენილ შესაძლო დარღვევებზე (რაც ასევე ასუსტებს აღმასრულებელი შტოს ანგარიშვალდებულებას). ამასთან ერთად, ბოლო წლებში საკანონმდებლო ორგანომ არაერთხელ მოახდინასახალხო დამცველისდასკვნებისა და რეკომენდაციების იგნორირება. პარლამენტში ერთი პარტიის სრული დომინირება ასევე ამცირებს ქართულისამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისუნარს, გავლენა მოახდინონ პოლიტიკის ფორმირებაზე ადვოკატირების მეშვეობით.
ძლიერი კავშირი არსებობს საკანონმდებლო ორგანოს სისუსტესა და დამოუკიდებელისასამართლო ხელისუფლებისარარსებობას შორისაც. პარლამენტი ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს, ხოლო უზენაესი სასამართლო შემდგომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვედა დონის მოსამართლეების დანიშვნაში. საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობა ქმნის ისეთ გარემოს, სადაც დიდია თანამდებობაზე მოსამართლეთა პოლიტიკური მოტივით დანიშვნის ალბათობა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებსაღმასრულებელი შტოსადასამართალდამცავი უწყებების(განსაკუთრებით ამ უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირების) ანგარიშვალდებულებას.
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ასევე გავლენას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულებაზე (რადგან სასამართლოები საარჩევნო მოხელეებს დარღვევებისთვის სანქციებს იშვიათად უწესებენ) და ბიზნესის დამოუკიდებლობაზე (ხელისუფლების მხრიდან მათ საქმიანობაში არაჯეროვანი ჩარევისშემთხვევაში, კერძო კომპანიების მიერ სასამართლო დაცვით სარგებლობისა და ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა სათანადოდ გარანტირებული არ არის).
ეს მიზეზ–შედეგობრიობის ჯაჭვი ცალმხრივი არ არის. მაგალითად, მართალია ქართული პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა გავლენას ახდენს
ანტიკორუფციული სისტემის სხვა საყრდენ ინსტიტუტებზე, მაგრამ სხვა ინსტიტუტების სისუსტეები ასევე ამწვავებს პარტიულ სისტემაში არსებულ პრობლემებს. საჯარო სამსახურის არასაკმარისი დამოუკიდებლობა (რაც მის საქმიანობაში აღმასრულებელი შტოს გადამეტებული ჩარევით
არის გამოწვეული) და საჯარო სამსახურისა და მმართველი პარტიის არასაკმარისი გამიჯვნა არათანაბარ გარემოს ქმნის არჩევნების დროს, რადგან მმართველი პარტია
სხვადასხვა სახელმწიფო რესურსზე ექსკლუზიური წვდომით სარგებლობს. დამოუკიდებელი მედიისა და ბიზნესის ნაკლებობა ასეთივე შედეგს იძლევა და
მმართელ პარტიას მნიშვნელოვან უპირატესობას უქმნის კერძო რესურსებით სარგებლობის მხრივ. საარჩევნო ადმინისტრაცია ზოგადად ვერ ახერხებს
შექმნას თანაბარი გარემო საარჩევნო კონკურენციისთვის. ამასთან ერთად, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებები ქვეყნის პოლიტიკური
ხელმძღვანელობისგან საკმარისად დამოუკიდებელნი არ არიან, მათ ზოგჯერ პარტიული ინტერესების გასატარებლად იყენებენ, რაც კიდევ უფრო ზღუდავს პოლიტიკურ
კონკურენციას.
ქართული მედიის გამუდმებული უუნარობა, მოახდინოს საზოგადოების სათანადო ინფორმირება მმართველობის საკითხებზე, ასუსტებს მთელი რიგი ისეთი საყრდენი
ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას, როგორებიცაა აღმასრულებელი შტო, საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება.
ქართული მედიის გამუდმებული უუნარობა, მოახდინოს საზოგადოების სათანადო ინფორმირება მმართველობის საკითხებზე, ასუსტებს მთელი რიგი ისეთი საყრდენი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას, როგორებიცაააღმასრულებელი შტო,საკანონმდებლო ორგანოდასასამართლო ხელისუფლება.
განსხვავებები კანონსა და პრაქტიკას შორის
რამდენიმე შემთხვევაში, კვლევამ მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოავლინა კანონსა და პრაქტიკას შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოქმედი ჯანსაღი საკანონმდებლო ნორმები პრაქტიკაში სრულყოფილად და თანამიმდევრულად არ სრულდება.

როგორც ზემოთ მოყვანილ სქემაშია ნაჩვენები, კანონსა და პრაქტიკას შორის ყველაზე დიდი განსხვავება მედიის, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესისა და სასამართლო ხელისუფლების შემთხვევაში ვლინდება, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების, სამართალდამცავი უწყებების, საკანონმდებლო ორგანოსა და საჯარო სამსახურის შემთხვევაშიც, ასევე, მნიშვნელოვანი შეუსაბამობები არსებობს. საქართველოს ეროვნულიანტიკორუფციული სისტემის თორმეტი საყრდენი ინსტიტუტიდან შვიდმა 50-ზე დაბალი საერთო ქულა მიიღო პრაქტიკის მხრივ.
პოლიტიკური პარტიებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა კანონით არის გარანტირებული, მაგრამ პოლიტიკურ კონკურენციას მნიშვნელოვნად ამცირებს მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის პრაქტიკაში არსებული უზარმაზარი უთანასწორობა, აგრეთვე საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები,.
კანონმდებლობა ძლიერ ნორმებს შეიცავს ბიზნესისა და მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ პრაქტიკაში ამ საყრდენი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის. ბიზნესის შემთხვევაში, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება ძლიერი სასამართლოს არარსებობა დასახელდეს. რაც შეხება მედიას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე აშკარა ზეწოლისა და დევნის შემთხვევები იშვიათია, მიიჩნევა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ყველაზე გავლენიან მედია-ერთეულებზე (ტელე-არხებზე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ) კონტროლი ლოიალური ბიზნესმენების მიერ მათი შეძენის გზით დაამყარა. შესაბამისად, შეშფოთების საგანია მედიის მფლობელობის გამჭვირვალობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
პარლამენტის დამოუკიდებლობა კანონით სათანადოდ არის დაცული, მაგრამ (როგორც წინა ქვეთავში აღინიშნა) პრაქტიკაშიმას საკანონმდებლო ორგანოში პლურალიზმის ნაკლებობა და პოლიტიკურ პარტიებში დემოკრატიული მართვის მექანიზმების სისუსტე ამცირებს. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ამ წინსვლას პრაქტიკაში შესაბამისი ცვლილებები ჯერ არ მოჰყოლია. როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე სასამართლო ხელისუფლებას ფართო უფლებამოსილებები აქვთ აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, მაგრამ პრაქტიკაში მათ გამოყენებას ვერ ახერხებენ დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო.
უახლოესი წლების ძირითადი გამოწვევები
როგორც ამ თავის შესავალში იყო აღნიშნული, საქართველოში 2004 წლის შემდეგ განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა აღმასრულებელი ხელისუფლება (მათ შორის, სამართალდამცავი უწყებები) და საგრძნობლად გაზარდა მისი შესაძლებლობები სხვადასხვა პრობლემის (მათ შორის კორუფციის) დაძლევის მხრივ. ამის მიუხედავად, სხვა ძირითად სახელისუფლო ინსტიტუტებს - საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლებას - იმავე წლებში მსგავსი წინსვლა არ განუცდიათ და ამჟამად ისინი აღმასრულებელ შტოზე ბევრად სუსტები არიან. საქართველოში ასევე სუსტია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის არასახელმწიფო ინსტიტუტები და მათ ამჟამად საკუთარი ფუნქციების სათანადოდ შესრულება არ შეუძლიათ. ყველა არასახელმწიფოინსტიტუტს ანტიკორუფციულ სისტემაში მისი როლის შესრულებაში 25 ქულა მიენიჭა, ხოლო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა (აღმასრულებელი შტოსა და სამართალდამცავი უწყებების გარდა) ამავე განზომილებაში 50 ან ნაკლები ქულა მიიღო. ამ ინსტიტუტების გაძლიერება მომავალი წლების უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს, რათა შესაძლებელი გახდეს კეთილსინდისიერების დაცვა მმართველობის მთელს სისტემაში.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კანონსა და პრაქტიკას შორის ამჟამად არსებული განსხვავებების დაძლევა. კანონსა და პრაქტიკას შორის დიდი განსხვავებების არსებობა, ზოგ შემთხვევაში, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების სისუსტეზე (ან არარსებობაზე) მიუთითებს. საჯარო სექტორის შემთხვევაში, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჯარო დაწესებულებებში ახლადშექმნილი შიდა აუდიტის ორგანოების გაძლიერებას. საჯარო სამსახურის ბიუროს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მთელს საჯარო სექტორში წესებისა და აქტივობების ერთგვაროვნების უზრუნველყოფისა და ზოგიერთ სამთავრობო უწყებებში დანერგილი სანიმუშო პრაქტიკის საჯარო სექტორის სხვა დაწესებულებებში დამკვიდრების თვალსაზრისით.
რეკომენდაციები
|
საყრდენი ინსტიტუტი |
საკანონმდებლო ორგანო |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენი ინსტიტუტი |
აღმასრულებელი შტო |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
სასამართლო ხელისუფლება |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
საჯარო სამსახური |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
სამართალდამცავი უწყებები |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
კონტროლის პალატა |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
საარჩევნო ადმინისტრაცია |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
სახალხო დამცველი |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
პოლიტიკური პარტიები |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
მედია |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
სამოქალაქო საზოგადოება |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
|
საყრდენიინსტიტუტი |
ბიზნესი |
|
პრობლემა |
|
|
რეკომენდაცია |
|
- დასაბეჭდი ვერსია
- ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად.
- English

