FixMyStreet Georgia - Chemikucha.ge

Print this pagePrint this pageSend

ვებგვერდი Chemikucha.ge შეიქმნა თბილისის მცხოვრებლების დასახმარებლად, რათა საკუთარ ქუჩაზე არსებული პრობლემების შესახებ აცნობონ თბილისის მერიას. აღნიშნული შეტყობინებები განთავსებულია რუკაზე და მათი ნახვა და განხილვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, დაინტერესებულ პირს თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს პლატფორმა, რომელიც ერთწლიანი პროექტის ფარგლებში შემუშავდა, საშუალებას მისცემს თბილისის მოსახლეობას თვალყური მიადევნოს, როგორ რეაგირებენ ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლები მოქალაქეების მიერ განთავსებულ პრობლემებზე.

პროექტი Chemikucha.ge –ის პრეზენტაცია 2011წლის 21 მარტს მოეწყო. პრეზენტაციას ქალაქის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა. გაშვებიდან სულ რამდენიმე საათში უამრავი ადამიანი ეწვია ვებგვერდს. ამოქმედებიდან 72 საათში www.chemikucha.ge–ს 30500 მნახველი ეწვია, აქედან 4800 უნიკალური მნახველი იყო. ვებ–გვერდზე პრობლემის შესახებ 184 შეტყობინება განთავსდა. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ატვირთული პრობლემების შესწავლა და მათზე რეაგირება, რის შემდეგაც ხდება ვებ–გვერდის განახლება და შეკეთებული პრობლემის აღნიშვნა.

პროექტის მიზნები და ამოცანები

პროექტის მიზანია, ონლაინ პლატფორმის დახმარებით, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ლოკალური პრობლემების მოგვარებისთვის ქალაქ თბილისის ადმინისტრაციასთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ. გარდა ამისა, პროექტის დახმარებით გვინდა მოქალაქეების აქტიურობა გავზარდოთ და ჩავრთოთ ისინი მათ სამეზობლოში არსებული პრობლემების მოგვარებაში ამ პრობლემის შესახებ ვებგვერდზე მოკლე ანგარიშის განთავსების, პრობლემის შესახებ მსჯელობისა და შესაბამისი უწყებების საპასუხო ნაბიჯებზე თვალყურის მიდევნების გზით. შედეგად, პროექტი გაზრდის საზოგადოებრივ ცნობიერებას და ხელს შეუწყობს თბილისის ქუჩებში არსებულ პრობლემებზე მსჯელობას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საზგადოერბივი ცნობიერების ამაღლება შესაბისი უწყებების საპასუხო რეაქციის ეფექტურობას გაზრდის.
ის ფაქტი, რომ ყველა ანგარიში საჯარო გახდება და ყველას შეეძლება მონიტორინგი, თუ როგორ რეაგირებს ქალაქის კომპეტენტური ხელისუფლება შემოსულ საჩივრებზე, ჩვენი აზრით, გაზრდის შესაბამისი უწყებების ეფექტურობას იმ ლოკალური საკითხების გადაჭრაში, რაც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს.

საბოლოო ჯამში, პროექტის ფარგლებში მზადდება თბილისელების საჭიროებებიდან გამომდინარე ღია პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება პრობლემებზე საჩივრების რუკაზე განთავსება. პლატფორმა შეიძლება გამოიყენონ სხვა სამოქალაქო – საზოგადოებრივმა ორგნაიზაციებმა. ეს ინოვაციური, ეფექტური და უფასო ინსტრუმენტია მონიტორინგის განსახორციელებლად.

პროექტი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Duration: 
01 ოქტომბერი 2010 - 30 სექტემბერი 2011
ვალუტა: 
USD
Amount: 
19 862