ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგის ხელშეწყობა

Print this pagePrint this pageSend

2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განახორციელა „ევრაზიის პარტნიორობის ფონდი” მიერ დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით „ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის მონმიტორინგის ხელშეწყობ”. პროექტი მიზნად ისახავდა ამ სექტორში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის შეფასებას და მის შესახებ სამედიცინო და ზოგადად, საზოგადოების უკეთ ინფორმირებას.

პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ჩაატარა ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის მონიტორინგი, შეისწავლა კერძო ინვესტორებისა და სახელმწიფოს შორის დღემდე დადებული ხელშეკრულებები, ჩაატარა სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ სფეროში მომუშავე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მოამზადა რეკომენდაციები სექტორის რეფორმის დახვეწისათვის.

Duration: 
01 ოქტომბერი 2007 - 31 მაისი 2008
ვალუტა: 
USD
Amount: 
13 713