ქართული ბლოგოსფეროს პოლიტიკური ჩართულობის წახალისება
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო ონლაინ პოლიტიკური განხილვების განვითარებას და საქართველოს ბლოგოსფეროს პოლიტიკური გავლენის ზრდას.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას მთავრობიდან ისეთი ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და რაც ხელს შეუწყობს ონლაინ საჯარო დებატების წარმართვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენგან მოწოდებულ ინფორმაციას ბლოგოსფეროს აქტიური წარმომადგენლებიც გამოიყენებენ საკუთარ საქმიანობაში.
პროექტი ყურადღებას ორ ისეთ სფეროზე გაამახვილებს,რომელიც ზოგადად აინტერესებს საზოგადოებას. ეს არის პარლამენტის საქმიანობა და სახელმწიფო მოხელეების საშემოსავლო დეკლარაციები. პარლამენტის შემთხვევაში ჩვენ შევქმნით ონლაინ პლატფორმას, სადაც ინტეგრირებული იქნება პარლამენტის საქმიანობაზე უკვე არსებული ონლაინ წყაროების ინფორმაცია. ეს პლატფორმა გვინდა გახდეს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის განსახილველი ფორუმი.
პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმნით სახელმწიფო მოხელეების საშემოსავლო დეკლარაციების ადვილად გამოსაყენებელ და გასაანალიზებელ ბაზას.
