საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ოფისი პარლამენტში

Print this pagePrint this pageSend

პროექტის მიზანია, გაზარდოს დამოუკიდებელი სპეციალისტების, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში და დეპუტატებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ პარლამენტის მიერ მომზადებულ და პარლამენტში განსახილველად წარდგენილ კანონპროექტებს რეგიონებში. შესაბამისად, „საერთაშორისოგაჭვირვალობა საქართველო” აწყობს ფოკუს-ჯგუფებსა და მრგვალ მაგიდებს სხვადასხვა რეგიონებში, რომლებზეც განიხილება მნიშვნელოვანი კანონპროექტები. კანონპროექტები შეხვედრების მონაწილეებს წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე ურიგდებათ, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ კარგად გაეცნონ ამ დოკუმენტებს და მოამზადონ თავიანთი მოსაზრებები მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ასევე აწყობს ტრენინგებს კომიტეტების, ფრაქციების, მაჟორიტარი დეპუტატების და სპიკერის აპარატებისათვის. 2006 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”გამართა ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ამომრჩევლებთან ურთიერთობა, მედიასთან ურთიერთობა, ეფექტური კომუნიკაციისმნიშვნელოვანი ელემენტები და ა.შ.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მუშაობს საპარლამენტო კომიტეტებთან და გამოსცემს საკომიტეტო ანგარიშებს, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისი კომიტეტების წევრების (მაგ.: რომელი პარტიიდან არიან, დასწრების აღრიცხვა, სხვა სტრუქტურების წევრობა და ა.შ.), კომიტეტის ფუნქციების, მიზნების, საქმიანობებისა და მიღწევების შესახებ. 2006 წელს მომზადდა ორი: იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების ანგარიშები.საბოლოო ჯამში, ორგანიზაციამ ამ პროექტის ფარგლებში მოამზადა 5 კომიტეტის ანგარიში.

Duration: 
01 თებერვალი 2006 - 30 ივნისი 2008
ვალუტა: 
GEL
Amount: 
395 625