პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

Print this pagePrint this pageSend

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა სერიოზულ დახვეწას საჭიროებს. ამასთან, პოსტ-რევოლუციურ საქართველოში დღემდე არ განხორციელებულა პარტიების დაფინანსების დეტალური მონიტორინგი ან ამ სფეროს სიღრმისეული კვლევა.

ამ მიზნით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარტიათა დაფინანსება სამ ძირითად კატეგორიად დაჰყო და შეამოწმა:
1. იმ პოლიტიკურ პარტიათა 2009 წლის წლიური შემოსავლები, რომლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან;
2. ის სახელმწიფო სახსრები, რომელიც ოპოზიციური პარტიებს გადაეცათ 2010 წლის არჩევნების წინა პერიოდში ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად;
3. დაფინანსება, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის მოიზიდეს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

საკუთარი გამოცდილების, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მოამზადდა დეტალური ანგარიში პარტიების დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებზე. ორენოვანი ანგარიში ანალიზთან ერთად მოიცავს ათეულობით ცხრილსა და დიაგრამას, რომლებიც პარტიების დაფინანსების საკითხებს აერთიანებს. პარტიების დაფინანსებაზე პასუხისმგებელი მუდმივმოქმედი საზედამხედველო ორგანოს შექმნა, ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო ფორმების დანერგვა, შემომწირველების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – იმ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

მომავალში "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" უფრო სიღრმისეულად გეგმავს აღნიშნული საკითხის შესწავლას და წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების იმ აქტივობების მონიტორინგს განახორციელებს, რომალთა შესახებ ინფორმაცია მათ საარჩევნო კამპანიის ფონდებსა თუ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებში მოხვდება. კერძოდ, ორგანიზაცია მედია საშუალებებისა და პარტიების მიერ უშუალოდ განხორციელებული ღონისძიებების თვალყურის დევნების გზით შეეცდება დაადგინოს, რამდენად ზუსტად აღრიცხავენ პარტიები ამ ანგარიშებში მომდინარე ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას.

დონორი: 
OSGF
Duration: 
01 მარტი 2010 - 30 ივნისი 2011
ვალუტა: 
USD
Amount: 
26 640