კონკურენციის ანალიზი საქართველოში

Print this pagePrint this pageSend

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 2011 წლის სექტემბერში ახალი პროექტის "კონკურენციის ანალიზი საქართველოში" განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC-ის პროგრამის ფარგლებში USAID-ის მიერ გამოყოფილი გრანტის მეშვეობით ხორციელდება. იგი 2012 წლის ზაფხულში დასრულდება.

პროექტი ფოკუსირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კონკურენციის რეგულაცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი აქტიურად განიხილებოდა დაინტერესებული მხარეების მიერ, ამ კუთხით ჩატარებული ემპირიული კველევების რაოდენობა ძალზე მწირია. სწორედ ამიტომ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გადაწყვიტა შეისწავლოს საკითხის იურიდიული ჩარჩო საქართველოში და შეადაროს იგი მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს, რათა გამოიკვლიოს არსებული მდგომარეობა შერჩეულ ბაზრებზე და დაადგინოს, თუ რამდენად შეესაბამება მონოპოლისტური პრაქტიკების შესახებ რიტორიკა სინამდვილეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" გეგმავს სამი ანალიტიკური ანგარიშის გამოქვეყნებას კონკურენციის შესახებ. აღნიშნულ სფეროში მიმდინარე სიახლეებს ორგანიზაცია მიუძღვნის სხვადასხვა სტატიებსა და ბლოგებს.

დონორი: 
USAID
Duration: 
01 სექტემბერი 2011 - 30 ივნისი 2012
ვალუტა: 
GEL
Amount: 
83 000