ადვოკატირების განხორციელების ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი საქართველოში

Print this pagePrint this pageSend

სამართლებრივი ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრის (ALAC) სამსახური საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს მოქალაქეებს და ზრდის მათ ცნობიერებას მათი კანონიერი უფლებებისა და დაცულობის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი მხოლოდ 2009 წელს აამოქმედა, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა– ჩეხეთს“ მსგავსი ცენტრის არსებობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, პროექტი მიმართულია ამ სფეროში გამოცდილების გაზიარებისკენ. „საერთაშრისო გამჭვირვალობა– ჩეხეთის“ მიერ პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ პროფესიულ გაძლიერებას. პროექტის მიზანი ორი კუთხით შეიძლება განვიხილოთ: ა) გავზარდოთ ALAC –ის კომპეტენტურობა და მისი სამსახურის მონიტორინგი უფრო გამოცდილ პარტიორებთან. ბ) ავამაღლოთ ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერება ანტიკორუფციული ქმედებებისა და ზოგადად ALAC–ის სამსახურთან დაკავშირებით. პროექტის ქმედებები ძირითადად მიმართული იყო უფასო კანონიერი კონსულტაციების,როგორც ძირითადი ისე– გავრცობილის, მექანიზმის დანერგვაზე.
რიგითი მოქალაქეებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, რა თქმა უნდა, ALAC–ის ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა, თუმცა რასაკვირველია არა ერთადერთი. იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ეფექტური გზით კორუფციის დონის განუხრელი შემცირება ქვეყანაში და წარსული კორუფციული პრაქტიკის შედეგების აღმოფხვრა, არსებითია რომ სულ უფრო მეტი თემა იქნეს ჩართული ანტი კორუფციულ ქმედებებში.
საკუთრივ პროექტი ორიენტირებულია:
ა) იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან პარტნიორობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის ჩამოყალიბება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კოპუფციის მსხვერლთათვის კონსულტაციების გაწევაში;
ბ) იმ მოქალაქეებისათვის ხელსაყრელი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა, რომლებიც საუბრობენ კორუფციის ფაქტებზე საკუთარ სოფლებსა და ქალაქებში.(მოსახლეობის ინფორმირებულობა აღნიშნული კონსულტაციების გაწევაზე).
გ) პროფესიული შესაძლებლობების და საჯარო მოხელეების მორალური ცნობიერების გაზრდა ტრენინგების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ და მისმა ჩეხმა კოლეგებმა განახორციელეს ექვსი მნიშვნელოვანი ვიზიტი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ წევრები შეხვდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთ ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცას.

Duration: 
01 მარტი 2011 - 31 დეკემბერი 2011
ვალუტა: 
EUR
Amount: 
5 298