ENG

ქუთაისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისი გაიხსნა

28 თებერვალი, 2013

2013 წლის 27 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კიდევ ერთი რეგიონული ოფისი გახსნა. ქუთაისის ოფისი ქალაქ ქუთაისისა და იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ოფისის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა უფასო სამართლებრივი დახმარების განხორციელება. ოფისის მისამართია: ქუთაისი, 9 აპრილის #10. ტელეფონი 0 (431) 292654.

პრეზენტაციის ფარგლებში შედგა შეხვედრა ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორგანიზაციის მისიასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.  ორგანიზაციის იურისტებმა და ანალიტიკოსემა დამსწრეებს გააცნეს წიგნი „ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში“ და განიხილეს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკული და სამართლებრივი მხარეები. სპეციალური პრეზენტაცია მიეძღვნა მედიაგარემოს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრის დასასრულს  გაიმართა დისკუსია.