"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წესდება

Print this pagePrint this pageSend

რეგისტრირებული კავშირი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

წესდება

2010 წ. 16 ივნისის ცვლილებებით
თბილისი
2010 წ.

თავი 1. მისია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არის არაკომერციული იურიდიული პირი. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება და საერთაშორისო ანტიკორუფციული მოძრაობის “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მიზნების განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში.

თავი 2. გამგეობა

2.1 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მმართველი ორგანო არის გამგეობა. ის განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიას და ზედამხედველობას უწევს აღმასრულებელი ოფისის მუშაობას, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორის მუშაობას. გამგეობა ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის სამუშაოს აღწერილობას.

2.2 გამგეობას უფლება აქვს დაადგინოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრობის წესები და გარკვეული უფლებები და მოვალეობები გადასცეს წევრების მიერ შექმნილ ორგანოს.

2.3 გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ხმების 3/5-ის უმრავლესობით, თუ ამ წესდებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

2.4 გადაწყვეტილებას ორგანიზაციის ლიკვიდაციის, ან რეორგანიზაციის შესახებ იღებს გამგეობა ხმების 4/5-ის უმრავლესობით.

2.5 გამგეობის სხდომები იმართება უშუალოდ, ან ინტერნეტ-კონფერენციის სახით წელიწადში ორჯერ მაინც – ივნისსა და დეკემბერში. იგი ადგენს და ინახავს შეხვედრის ოქმებს, როგორც ქაღალდზე, ისე ელექტრონული ფორმით. გამგეობის ყველა წევრსა აქვს უფლება მიიღოს გამგეობის დოკუმენტაცია.

2.6 გამგეობის სხდომა მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის, ან გამგეობის ორი წევრის მიერ.

2.7 გამგეობის სხდომის დღის წესრიგი ყოველთვის მოიცავს ორგანიზაციის მიმდინარე სტრატეგიისა და აღმასრულებელი დირექტორის მუშაობის განხილვას, სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა დღის წესრიგში შეტანასაც გადაწყვეტს გამგეობა.

თავი 3. გამგეობის წევრობა

3.1 გამგეობა შედგება არანაკლებ ხუთი და არა უმეტეს 25 წევრისაგან. წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები. ორგანიზაციები ან “ექს ოფიციო” წევრები გამგეობაში არ დაიშვებიან.

3.2 ყოველ წელს, 30 ივნისამდე გამგეობა ადგენს გამგეობის წევრობას – საჭიროების შემთხვევაში ირჩევს ახალ წევრებს და ახდენს წევრობის ცვლილების დოკუმენტირებას.

3.3 ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი გამგეობის წევრობაზე. გამგეობა კენჭს უყრის კანდიდატს, თუ ამ უკანასკნელს გამგეობის ორი წევრი მაინც უჭერს მხარს.

3.4 გამგეობის წევრის უფლებამოსილება გრძელდება 3 წელს. ვადა იწურება 30 ივნისს. გამგეობა უფლებამოსილია იმგვარად დაადგინოს თავისი წევრების როტაციის ვადები, რათა რომელიმე წელს გამგეობის ორზე მეტ წევრს ერთდროულად არ ამოეწუროს უფლებამოსილების ვადა.

3.5 თუკი, რაიმე მიზეზის გამო, გამგეობის წევრების რაოდენობა ხუთზე ნაკლები გახდება, მოწვეულ უნდა იქნას გამგეობის რიგგარეშე სხდომა, სადაც გამგეობის ახალი წევრების არჩევა მოხდება.

3.6 ერთი ვადის ამოწურვის შემდეგ, თუკი გამგეობის წევრს სურს გამგეობაში მეორე ვადით დარჩენა, დანარჩენი წევრების უმრავლესობა ამას უნდა დათანხმდეს. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, გამგეობის წევრი მეორე ვადით ვეღარ დარჩება.

3.7 ორი ვადის ამოწურვის შემდეგ გამგეობის წევრს უწყდება უფლებამოსილება ერთი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც მას კვლავ აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი გამგეობის წევრობაზე.

3.8 გამგეობის ყველა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წესდებასა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, ისევე, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ოფიციალურ დოკუმენტებს.

3.9 გამგეობის წევრობა ავტომატურად წყდება, თუკი გამგეობის წევრი შევა პოლიტიკურ პარტიაში, დაინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან დაიკავებს არჩევით თანამდებობას ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოში.

3.10 გამგეობის წევრი შეიძლება გადადგეს წერილობითი განცხადების საფუძველზე, ან გადაყენებულ იქნას გამგეობის წევრთა ხმების 80%-ის უმრავლესობით, თუკი ეს წევრი არღვევს მოცემულ წესდებას, ან ზიანს აყენებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას. გადაყენების მიზეზი გამგეობის დანარჩენი წევრების მიერ წერილობით უნდა განისაზღვროს.

3.11 გამგეობის ამჟამინდელი წევრები არიან:

  1. მარკ მალენი, დაბადებული 08.10.66 კონექტიკუტში, აშშ, ისტორიკოსი, მცხოვრები თბილისში, აბაკელიას 7, აშშ-ის მოქალაქის პასპორტი პასპორტი # 452069716.
  2. თამარ ქაროსანიძე, დაბადებული 16.04.79 თბილისში, საქართველო, სახელმწიფო მართვის მოხელე, მცხოვრები თბილისში, კოჯორის 2, პირ. მოწმობის # გ0941518, პირადი # 01017007483.
  3. ლევან რამიშვილი, დაბადებული 28.03.73 თბილისში, საქართველო, სოციოლოგი, მცხოვრები თბილისში, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, მე-5 კორპუსი, ბინა 1, პირ. მოწმობის # დ0251203, პირადი # 01006008075.
  4. ნინო ლეჟავა, დაბადებული 01.07.75 თბილისში, საქართველო, იურისტი, მცხოვრები გერმანიაში, ბერლინი, ტიკშტრასე 34, 10115, გერმანიის მოქალაქის პასპორტის # ჩ4YOთ3ღ32, სახელმწიფო კოდი D, ტიპი P.
  5. ალექსანდრე ხუბულავა, დაბადებული 11.01.76 ზუგდიდში, საქართველო, იურისტი, მცხოვრები თბილისში, ზ. ჭავჭავაძის # 11/102, პირ. მოწმობის # დ0853148, პირადი # 19001000547.

თავი 4. გამგეობის თავმჯდომარე

4.1 გამგეობის თავმჯდომარე აირჩევა გამგეობის წევრთაგან ერთი წლის ვადით, გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით, ყოველი წლის ივნისში.

4.2 გამგეობის თავმჯდომარე შეიძლება ხელახლა იქნას არჩეული მანამ, სანამ მას ამოეწურება გამგეობის წევრობის ვადა.

4.3 გამგეობის თამჯდომარე ასრულებს აღმასრულებელ ფუნქციებს, როდესაც ორგანიზაციას არ ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი; გამგეობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მას შეიძლება მიენიჭოს გარკვეული აღმასრულებელი ფუნქციები სხვა დროსაც.

4.4 გამგეობის თამჯდომარე უზრუნველყოფს იმას, რომ გამგეობის სხდომები იმართებოდეს და სხდომის ოქმები დგებოდეს მოცემული წესდების შესაბამისად. მას შეუძლია ეს უფლებამოსილებები დროებით გადასცეს აღმასრულებელ დირექტორს, ორგანიზაციის სხვა თანამშრომელს, და/ან გამგეობის ერთ-ერთ წევრს.

თავი 5. წარმომადგენლობა

5.1 გამგეობის თავმჯდომარე ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თანხმობით. აღმასრულებელი დირექტორი ინიშნება ერთი წლის ვადით. მისი ვადა ავტომატურად გრძელდება, თუკი გამგეობა სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

5.2 გამგეობის თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს გააჩნიათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ერთპიროვნული უფლება, წარმოადგენდნენ ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუკი გამგეობა სხვაგვარად არ გადაწყვეტს.