უშედეგოდ დასრულებული სახელმწიფო შესყიდვები

27 მარტი, 2017

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა, თუ როგორ ხდება სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება, რამდენია უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში და ამ მიზნით  შეწყვეტილი,  არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული სახელმწიფო შესყიდვები მიმოიხილა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ თანახმად შესყიდვის შემდეგი სახეობები გამოიყოფა: ელექტრონული ტენდერი; გამარტივებული ელექტრონული ტენდერი; გამარტივებული შესყიდვა; კონსოლიდირებული ტენდერი და კონკურსი. აღნიშნულიდან ჩვენ, გამარტივებული შესყიდვის გარდა ყველა შესყიდვა გავაანალიზეთ, რის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ უშედეგოდ დასრულებული ტენდერების და კონკურსების წილი მთლიან შესყიდვებში  2010 წლიდან 2016 წლამდე მეტწილად კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2012 წლის შემდეგ კლების ტემპმა იკლო. უშედეგოდ დასრულებული შესყიდვებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  კონკურსებია, სადაც 2016 წელს სულ გამოცხადებული კონკურსებიდან ნახევარზე მეტი -51.2% უშედეგოდ დამთავრდა. მთლიანად, ყველა სახის შესყიდვას თუ ერთად გავაანალიზებთ 2016 წელს შესყიდვების დაახლოებით მესამედი-30% უშედეგოდ დასრულდა. უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ თავდაცვის სამინისტროს-41.23%, აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს- 36.76% და სს „საქართველოს რკინიგზას’’-36.18%. აღნიშნული მაჩვენებლები არის მნიშვნელოვნად დიდი, რაც შესყიდვების ორგანიზებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე და რესურსების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

უშედეგოდ დასრულებული სახელმწიფო შესყიდვები  

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“