ბლოგი

შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება მესტიაში

16 იანვარი 2012

მესტიაში ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების ლეგალიზების სირთულეებს ჩვენს მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ბლოგი ეხებოდა. ეს ბლოგი მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მოცულობით ხარჯებს და საჯარო რეესტრის მიერ დადგენილ აკრძალულ სარეგისტრაციო ზონებს ეძღვნება.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესი პროცედურის დარღვევით იქნა მიღებული

26 დეკემბერი 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავის ბლოგში წერდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის დადგენის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების ზოგადი წესის დარღვევით. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია არ შეიცავდა აღნიშნულ საკითხებს და კანონპროექტის თანდართული განმარტებითი ბარათიც (რომელშიც კანონით კანონპროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ასახული), არ განმარტავდა საგადასახადო გირავნობასთან/იპოთეკასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების რეგულირების ახალ წესს. განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ კანონპროექტი ეხება ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებლივ მოწესრიგებას. კანონში შესაბამისი ცვლილებები, როგორც ჩანს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო გახდა.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ახალი რეგულაციები

09 დეკემბერი 2011

საგადასახადო კოდექსში (239–ე მუხლი) და, შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (მუხლი 823) საქართველოს კანონში ახლახანს შესული შესწორებით იცვლება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგება.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

16 ნოემბერი 2011

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას სტრატეგიული განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. მასში ნახსენებია „სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდი”, რომელსაც გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება და რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში შესაბამისი კანონის განხილვა დაიწყო. ჩვენი აზრით, კანონპროექტში უფრო დეტალურად უნდა განმარტებულიყო საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროებს შორის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავლებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდების განსაზღვრის მექანიზმი. მისასალმებელია,რომ აღნიშნულ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილება (10.11.2011, N5099)ზემოაღნიშნულ შენიშვნას ითვალისწინებდა და ფონდის დაფინანსების წყაროების ჩამონათვალიდან ამოღებულია პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავლები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდები.

"ფულის გათეთრება" ქართულად

28 ოქტომბერი 2011

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 18 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს ბანკ "ქართუს" თანამშრომლები, რომელთაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული (არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ერთი მილიონი ევრო და ორი მილიონი ამერიკული დოლარი). სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე–3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება).

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

info@transparency.ge

თბილისი, საქართველო

რუსთაველის გამზ. 26, 0108 ტელ:+ (995 32)292 14 03 ფაქსი:+ (995 32)292 02 51

ბათუმი, საქართველო

26 მაისის ქ. 36/ჯინჭარაძის 10, 6010 ტელ:+ (995 422 ) 29 44 88