ბლოგი

საფინანსო სექტორის ზედამხედველობა მკაცრდება

23 იანვარი 2012

როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს საფინანსო რეგულირების კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ აღნიშნულ ცვლილებებს:

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე

28 დეკემბერი 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა ის სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგები და საფრთხეები, რომლებიც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის ამოქმედებას მოჰყვება. ეს საფრთხეები საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შემდეგ ზოგიერთ საფინანსო ინსტიტუტთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებს. ორგანიზაციის აზრით, პირველი რიგის იპოთეკარის განსაზღვრის ახალი წესი გავლენას მოახდენს ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე და მსესხებელ სუბიექტებზე და მათი საქმიანობისთვის არახელსაყრელ გარემოს შექმნის. აღნიშნული წესი, ასევე, უარყოფით გავლენას მოახდენს უცხოურ ინვესტიციებსა და საქართველოს მთელ საფინანსო და ეკონომიკურ სისტემაზე. კერძოდ:

მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - უნივერსალური კონკურენციის სააგენტო მარეგულირებლის გარეშე?

28 სექტემბერი 2011

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს მნიშვნელობას არაერთი აკადემიური კვლევის შედეგები ადასტურებს. უდავოა, რომ კონკურენციის პოლიტიკა (იგივე, ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, როგორც ის ხშირად იწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში) ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალურ ბაზარზე.

“კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“- საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები

05 სექტემბერი 2011

2010 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა “კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რადგან კონკურენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასაწყებად.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

info@transparency.ge

თბილისი, საქართველო

რუსთაველის გამზ. 26, 0108 ტელ:+ (995 32)292 14 03 ფაქსი:+ (995 32)292 02 51

ბათუმი, საქართველო

26 მაისის ქ. 36/ჯინჭარაძის 10, 6010 ტელ:+ (995 422 ) 29 44 88