ბლოგი

21 წლიდან პარლამენტში – რას ფიქრობთ თქვენ?

07 მაისი 2012
საქართველოს პარლამენტის შენობა

რამდენიმე კვირის წინ მმართველი პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას და პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 25-დან 21 წლამდე დაწევას ითვალისწინებს. დღეს, 7 მაისს პარლამენტში შედგა შეხვედრა, სადაც ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის შედეგების შეჯამება მოხდა. გადაწყდა, რომ მიზანშეწონილია, ინიციატივა სტანდარტულ საკანონმდებლო პროცესის ფაზაში შევიდეს.

ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო რუსთაველ ამომრჩევლებს

03 მაისი 2012

რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ.

რამდენად გაზღვევთ სოციალური დაზღვევა

26 აპრილი 2012

ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ხელმისწავდომი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად და იგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011–2015 წლის ჯანდაცვის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ახალი პოლიტიკის შედეგად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 90.000–ზე მეტი მოქალაქე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო დაზღვევას იღებს.

ვის გადაეცა სიმბოლურ ერთ ლარად ქონება ბათუმში

19 აპრილი 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წლის განმავლობაში აჭარის  ა/რ მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გასხვისებული ქონებით დაინტერესდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

info@transparency.ge

თბილისი, საქართველო

რუსთაველის გამზ. 26, 0108 ტელ:+ (995 32)292 14 03 ფაქსი:+ (995 32)292 02 51

ბათუმი, საქართველო

26 მაისის ქ. 36/ჯინჭარაძის 10, 6010 ტელ:+ (995 422 ) 29 44 88