ENG

რამდენად ერთვებიან მოქალაქეები თვითმმართველობის მუშაობაში იმერეთის მუნიციპალიტეტებში

13 აპრილი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ როგორ მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში. ამ მიზნით გამოვითხოვეთ 2015-2016 წლების მონაცემები შემდეგ საკითხებზე: დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა, მოქალაქეთა საკრებულოს სხომებზე ჩართვის მექანიზმები, საკრებულოს წევრთა შეხვედრები ამომრჩევლებთან. ამჯერად წარმოგიდგენთ იმერეთის შედეგებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებზე მომზადებული კვლევა 30 მარტს გამოვაქვეყნეთ, ამჯერად გთავაზობთ იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის ანალიზს.

მოქალაქეთა ჩართულობა იმერეთის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში