ბლოგი

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტოდან) გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ტიპის დარღვევა, რომელთაგან ორზე შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უკვე მოახდინეს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ დანარჩენ შემთხვევებსაც უნდა მიექციეს ყურადღება.

„მეტი სარგებელი ხალხს” - სამთავრობო პროგრამა თუ საარჩევნო სუბიექტის სახელი?

2012 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ ახალი სამთავრობო პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“ წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური დახმარებების ზრდას და ა.შ.

„საქართველო არ იყიდება”-ს და მმართველი პარტიის უკანონო გარიგება

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება”-ს სახელით მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა ნასარიძემ გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, ორგანიზაცია უფასოდ სთავაზობს საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს.

ნაციონალური მოძრაობის უკანონო შემოწირულებები

2012 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერში გავიდა „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „ნაციონალური შემომწირველები და თვალებახვეული თემიდა“.

სოციალური რეკლამები მმართველი პარტიის სამსახურში

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო თვეებში გასული სოციალური რეკლამების ანალიზმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ სტატუსით გასული ბევრი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კანომდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ემსახურება.

წინასაარჩევნო სუფრა კახელ ამომრჩეველს

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა.