ბლოგი
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა ის სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგები და საფრთხეები, რომლებიც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის ამოქმედებას მოჰყვება.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესი პროცედურის დარღვევით იქნა მიღებული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავის ბლოგში წერდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის დადგენის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების ზოგადი წესის დარღვევით. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია არ შეიცავდა აღნიშნულ საკითხებს და კანონპროექტის თანდართული განმარტებითი ბარათიც (რომელშიც კანონით კანონპროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ასახული), არ განმარტავდა საგადასახადო გირავნობასთან/იპოთეკასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების რეგულირების ახალ წესს. განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ კანონპროექტი ეხება ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებლივ მოწესრიგებას. კანონში შესაბამისი ცვლილებები, როგორც ჩანს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო გახდა.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ახალი რეგულაციები
საგადასახადო კოდექსში (239–ე მუხლი) და, შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (მუხლი 823) საქართველოს კანონში ახლახანს შესული შესწორებით იცვლება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგება.
ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ
სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე საქართველოში ბევრი საუბრობს. არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართელოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა.