-
24 აპრილი 2012
-
29 თებერვალი 2012
-
28 მარტი 2012
-
14 მარტი 2012
-
19 აპრილი 2012
საპარტნიორო ფონდის შესახებ
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას სტრატეგიული განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. მასში ნახსენებია „სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდი”, რომელსაც გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება და რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში შესაბამისი კანონის განხილვა დაიწყო. ჩვენი აზრით, კანონპროექტში უფრო დეტალურად უნდა განმარტებულიყო საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროებს შორის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავლებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდების განსაზღვრის მექანიზმი. მისასალმებელია,რომ აღნიშნულ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილება (10.11.2011, N5099)ზემოაღნიშნულ შენიშვნას ითვალისწინებდა და ფონდის დაფინანსების წყაროების ჩამონათვალიდან ამოღებულია პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავლები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდები.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ საპარტნიორო ფონდს მნიშვნელოვანი ფუნქციები შეიძლება მიენიჭოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და დასაქმების გაზრდის მიმართულებით. ასეთი პრაქტიკა ხშირად გვხვდება სხვა სახელმწიფოებშიც (ესტონეთი, ისრაელი და სხვა) და ზოგ შემთხვევაში ძალიან წარმატებულიც არის. ცხადია, რიგი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მათი სასტარტო გარემოებებიდან და რისკებიდან გამომდინარე, კერძო სექტორი სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებს. საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში. რადგან საპარტნიორო ფონდს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში, ფონდის ფინანსური რესურსების ხარჯვისა და საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ამ ეტაპზე ვერ მოახდენს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
თბილისი, საქართველო
რუსთაველის გამზ. 26, 0108 ტელ:+ (995 32)292 14 03 ფაქსი:+ (995 32)292 02 51
ბათუმი, საქართველო
26 მაისის ქ. 36/ჯინჭარაძის 10, 6010 ტელ:+ (995 422 ) 29 44 88
