2010 წლის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის მხარდაჭერა მედიაცენტრის დაარსების გზით

Print this pagePrint this pageSend

პროექტი სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” – საარჩევნო საქმიანობის და არჩევნებთან დაკავშირებული მედია განცხადებების კოორდინაციას და ამ გზით არჩევნების შესახებ საზოგადოების უკეთესად ინფორმირებას ისახავს მიზნად.

მედიაცენტრი მასში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიასთან კოორდინირებულად და ეფექტიანად თანამშრომლობაში და შედეგად, არჩევნების შესახებ საზოგადოების უკეთესად ინფორმირებაში შეუწყობს ხელს. ის თავს მოუყრის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ და ინდივიდუალური და ერთობლივი განცხადებების გაკეთების გზით, საქართველოს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, რიგითი მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმ საკითხებს მიაპრყობს, რომელთა გადაჭრა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და მისი შედეგების ობიექტურად შეჯამებისთვის აუცილებელი იქნება.

მედიაცენტრი ასევე დაეხმარება ჟურნალისტებს, რომ უფრო ადვილად მიიღონ არჩევნების შესახებ ინფორმაცია მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისგან და ოპერატიულად გაავრცელონ ის.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ სახის კოალიციური მიდგომა მედიაცენტრის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და განცხადებებს მეტ წონას შემატებს, რაც მათ მიერ მანამდე გაკეთებული ერთობლივი განცხადებების მიმართ გამოვლენილი ყურადღებითაც დასტურდება.

Grants
Staff
Tags: