საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობა
საერთაშორისო გ ამჭვირვალობა საქართველო ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის ამჟამინდელ ვითარებას დეტალურად იკვლევს. კვლევის მიზანია გააანალიზოს ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურა, დღევანდელი კანონმდებლობის გავლენა მასზე, სადაზღვევო სექტორი და ჰოსპიტალური სექტორი. კვლევის მნიშვნელოვანი საკითხებია საავადმყოფოების მიმდინარე პრივატიზაცია და ფარმაცევტულ და სადაზღვევო ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე.
აღნიშნული სექტორების მზარდი ტემპებით ვერტიკალური ინტეგრაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელზეც ხშირად საუბრობენ და რომელიც მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამის გამო, ამ სექტორების ცალცაკე შესწავლის გარდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს შესაბამის ბაზრებზე არსებულ მსხვილი კომპანიების საქმიანობას და იმას, თუ რა გავლენა აქვს ამ საქმიანობას ჯანდაცვის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე. კვლევის საბოლოო მიზანია არსებული ვითარებისა და მოვლენების განვითარების სრული გააზრება და ჯანდაცვის სექტორის უფრო გამჭვირვალე სურათის შექმნა.
