საპროცესო შეთანხმების მონიტორინგი საქართველოში
საპროცესო შეთანხმების მონიტორინგი ექვსთვიანი პროექტია, რომლის მიზანიცაა ამომწურავი ანგარიშის მომზადებისა და საზოგადოებრივი აქტივობების ფართო სპექტრის გამოყენების მეშვეობით, გააუმჯობესოს საპროცესო შეთანხმების სისტემა საქართველოში, უზრუნველყოს მისი გამჭვირვალობა, ფუნქციონირება, ანგარიშვალდებულება და სამართლიანობა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაცია გაუწიოს ალტერნატიულ მიდგომებს.
ანგარიში იქნება სრული მოცულობის კვლევა, რომელიც სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს საპროცესო შეთანხმებას. საპროცესო შეთანხმების თეორიულ - სამართლებრივი საფუძველი გაშუქებული და შედარებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, ხოლო პროექტის ძირითადი ნაწილი დაეთმობა საპროცესო შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხის შესწავლას. საპროცესო შეთანხმების შეფასება მოხდება მისი ეფექტურობის, გამჭვირვალობის და სამართლიანობის მიხედვით და განიხილება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული გამოცდილების კონტექსტში. საკუთარი ფართო საერთაშორისო კავშირების გამოყენებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კონსულტაციებს გამართავს სხვადასხვა საკვანძო ქვეყნების წარმომადგენლებთან მათი საუკეთესო გამოცდილებისა და შესაძლო დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ბოლოს კი მოხდება ამ ქვეყნებსა და საქართველოში საპროცესო შეთანხმების შესახებ სრულმასშტაბიანი შედარებითი შეფასების ჩატარება.
რეკომენდაციების მიცემა მოხდება ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რაც დაეხმარება ხელისუფლებას სამართლიანი და მიუკერძოებელი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცვლილების განხორციელებაში.
დაგეგმილია საჯარო აქტივობებიც, მათ შორის მრგვალი მაგიდის მოწყობა და პრიზის დაწესება ჟურნალისტური მიღწევისათვის.
ჯამში, პროექტის 6 თვიანი პერიოდის მიუხედავად, ის შეძლებს განსაკუთრებული და გამოსადეგი ინსტრუმენტით უზრუნველყოს პოლიტიკოსები მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.
