საზოგადოების ინფორმირება ენერგეტიკის სფეროში განვითარებული მოვლენებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
გაგზავნილია Nutsa Tughushi მიერ 08 თებერვალი 2012
Print this page
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2007-2008 წლებში BP საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განახორცილება პროექტი „საზოგადოების ინფორმირება ენერგეტიკის სფეროში განვითარებული მოვლენებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ”. პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია:
- ამზადებდა და ავრცელებდა ყოველთვიურ ანგარიშებს ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ანგარიშები მზადდებოდა ენერგეტიკის სფეროს გამოცდილი მკვლევარის და ექსპერტის მიერ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოწვეული ყავდა პროექტის ფარგლებში;
- ატარებდა ყოველთვიურ ტრენინგ-სემინარებს თბილისის და რეგიონული ჟურნალისტებისთვის ენერგოსექტორის შესახებ. ტრენინგ-სემინარებს ატარებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში. მას სემინარებზე ოპონირებას უწევდნენ სხვადასხვა უწყებებიდან მოწვეული სპეციალისტები, რათა ჟურნალისტებს საშუალება მისცემოდათ სხვადასხვა აზრი მოესმინათ ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე და სტატიების წერისას არ ყოფილიყვნენ სუბიექტურები. Pპროექტის ფარგლებში ჩატარდა 10 ტრენინგ-სემინარი;
- ტრენინგ-სემინარებში მონაწილე ჟურნალისტებთან ერთად ამზადებდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა კონფლიქტური რეგიონებისა) ავრცელებდა კვარტალურ საგაზეთო ჩანართებს, რომლებიც მთლიანად ენერგეტიკის სფეროს ეთმობოდა. პროექტის ფარგლებში სულ 3 საგაზეთო ჩანართი მომზადდა;
- ატარებდა კონკურსებს ენერგეტიკის თემაზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიებისა და სატელევიზიო სიუჟეტების გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ არა მარტო ტრენინგ-სემინარებში მონაწილე ჟურნალისტებს, არამედ ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ენერგეტიკის სფეროზე მუშაობდა. Pპროექტის ფარგლებში კონკურსი სამჯერ გამოცხადდა. გამარჯვებულ ჟურნალისტებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სერტიფიკატები;
- ანალიტიკური საკონსულტაციო სააგენტო „პრაიმტაიმსის” დახმარებით `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახორციელებდა მედია მონიტორინგს, რათა მოიპოვებინა და გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე ამახვილებდა მედია ყურადღებას ენერგეტიკის სფეროსთან მიმართებაში და რა პრობლემები იკვეთებოდა ამ კუთხით მთლიანად ქვეყანაში და მის ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში. მოპოვებულ მონაცემებს ორგანიზაცია ათავსებდა საგაზეთო ჩანართებში.
