ეფექტური დახმარება საზოგადოების მონაწილეობით
აღწერილობა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტი “ეფექტური დახმარება საზოგადოების მონაწილეობით" მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო საქართველოში დაინტერესებული მხარეებისათვის საერთაშორისო დახმარების განაწილების მონიტორინგით ჩართულიყვნენ ამ დახმარების განაწილების პროცესში,საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია დახმარების განაწილებაზე, და ამ მხრივ ფართო პროპაგანდა გაეწია ამ საკითხებისთვის.
პროექტის ფარგლებში დაიწერა და გავრცელდა სამი ანგარიში საერთაშორისო დახმარების შესახებ. Pპირველმა კვლევამ შეისწავლა თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია საერთაშორისო დახმარების შესახებ, საზოგადოების ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბევრი საერთაშორისო დონორისაგან რთული იყო ძირითადი ინფორმაციის გამოძიება გამოყოფილი დახმარების თაობაზე. კვლევის ავტორები ურჩევდნენ ფინანსთა სამინისტროს ონლაინ გამოექვეყნებინათ ინფომაცია ყველა დონორის შემოწირულობის შესახებ. სამინისტრომ ეს რჩევა გაითვალისწინა. `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევა სამიზნე ჯგუფებს მიეწოდა ამერიკასა და ევროპაში, რამაც დახმარების ეფექტურობის შესახებ დებატების უკვე გლობალურ დონეზე გახილვა განაპირობა. მეორე კვლევის საგანი იყო თუ როგორ აისახა საერთაშორისო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. მესამე კვლევა დაფუძნებული იყო `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რათა გამოერკვიათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოდინები და პრობლემები დახმარების განაწილების კუთხით და მიეტანათ ეს პრობლემები და სურვილები დონორებისა და პოლიტიკის მწარმოებლების ყურამდე.
