ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პროექტის ძირითადი მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარებას.
დეტალური მიზნებია:
• 2010 წლის ადგილობრივი არცევნებისას, საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურისი არამიზნობრივად გამოყენების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა;
• არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა;
• სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცოდნის გაუმჯობესება იმის თაობაზე, თუ როგორ განახორციელონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი და კონტროლი.
ეს პროექტი:
• წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ინფორმირებულობას აამაღლებს;
• რეგიონებში სამოქალაქო სექტორს აუხსნის, თუ როგორ უნდა მიადევნონ თვალი ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას;
• გააუმჯობესებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოცდილებასა და ინსტიტუციონალურ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ აიცილონ თავიდან და გამოიკვლიონ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება;
• მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის შემცირებით, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარ პირობებს შექმნის.
გასული წლებში, არჩევნების ჩატარებისას ძირითადი პრობლემა წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება იყო. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სახელმწიფო მოხელეებზე, როგორიცაა პოლიციელი, მასწავლებელი და საჯარო მოხელე, ზეწოლას რათა თავი შეიკავონ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისგან და ხმა არჩევნებში მმართველ პარტიას მისცენ. ასევე, გადასახადების გადამხდელთა ფულის გამოყენება საარჩევნო კამპანიისათვის; საჯარო მოხელეების გამოყენება მმართველი კამპანიის მხარდასაჭერად და ა.შ.
„საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველოს” მიერ ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგი ფოკუსირებას მოახდენს ხისტი და რბილი რესურსების ხუთ სახეობაზე, ესენია: იძულებითი, მარეგულირებელი, საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური და ფინანსური რესურსები. პროექტი ასევე გამოიკვლევს მედია რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებსაც.
