ჩვენი მონაცემები

Print this pagePrint this pageSend

მონაცემები:

  • პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება: ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაცემი ქართული პარტიებისა და კამპანიის დაფინანსების შესახებ 2008 წლიდან 2010 წლის ჩათვლით excel–ის ფორმატში. ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ (არასრული) მონაცემები პარტიების 2011 წლის დაფინანსების შესახებ. მოცემული ბაზა განახლდება მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება ახალი მონაცემები. ასევე ვმუშაობთ მონაცემების გამოქვეყნების გზების გაუმჯობესებაზე.
  • საჯარო პირების შემოსავალი და ქონების დეკლარაცია: ჩვენი ორგანიზაცია აგროვებდა (ჩამოტვირთვა და თავმოყრა) საჯარო პირების ქონების ყოველწლიური დეკლარაციის მონაცემებს და შედეგად  შევქმენით ბაზა. ბაზა  საქართველოს მთავრობის მიერ PDF ფაილად გამოქვეყნებული მონაცემების  excel–ის ფორმატს წარმოადგენს  და უფრო ადვილად მოსახმარისია.   მონაცემები რამდენიმე თვეში განახლდება.
  • ლობისტური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები: ბმულზე შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია ქართული პოლიტიკური სუბიექტების დანახარჯების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტების დაქირავებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია განახლებადია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.
  • ჩვენმა ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა მონაცემთა ბაზების შექმნის 10 ძირითადი დირექტივა სხვადასხვა სააგენტოების ხელმძღვანელების,  IT მენეჯერებისა თუ ვებ–დეველოპერებისათვის მონაცემთა ბაზების ვებსაიტების შექმნაში დასახმარებლად. 

 კოდი: