გლობალური კორუფციის რეიტინგები

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” სეკრეტარიატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგულარულად აქვეყნებს ორ კვლევას. ესენია: კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და გლობალური კორიფციის ბარომეტრი (GCB).

 

კორუფციის აღქმის ინდექსი



“კორუფციის აღქმის ინდექსი” ყოველწლიურად  ახდენს ქვეყნების რანგირებას იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება საჯარო სექტორი ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს საკმაოდ კომპლექსური ინდექსი რამდენიმე გამოკითხის და კვლევის შედეგია.

კვლევები და გამოკითხვები, რომლებიც ინდექსის გამოყვანისას გამოიყენება ცნობილ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ეკუთვნის. კორუფციის აღქმის ინდექსის გამოთვლისას ასევე იყენებენ იმ  ბიზნესმენებისა და მეცინერების შეფასებებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ მოცემულ ქვეყანაში.

გაიგეთ მეტი

გლობალური კორუფციის ბარომეტრი



“საერთაშორისო გამჭვირვალობის” გლობალური კორუფციის ბარომეტრი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე დგება. ბარომეტრი წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად თვლიან მოქალაქეები მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და მიიჩნეევნ თუ არა კორუფციას კვლავ პრობლემად ქვეყანაში.

გაიგეთ მეტი